logo
ENG



"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით" - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

22 იან 202117:12
3 წუთის საკითხავი
 

რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

ბურჯანაძის თქმით, ამ ვითარებაში, შესაძლოა, ვერც ერთი ბიზნესი ვერ გადარჩეს:

"ამ გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით. ეს არ არის დაპაუზება და რაღაცის გახანგრძლივება, ამ მუხრუჭს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ვერ იარსებებს.

არასდროს არ გვქონია საუბარი გაიხსნებოდა თუ არა, საუბარი ყოველთვის იყო როგორ გაიხსნებოდა და ამ ეპიდემიოლოგების უპასუხისმგებლო ქცევები ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ ვერც ერთი ბიზნესი ამ ვითარებაში ვერ გადარჩება",-ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა. კერძოდ, აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა, სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა